ლიბიის მეამბოხეთა დროებითი საბჭოს თავმჯდომარემ დღეს დამატებითი ინფორმაცია გაავრცელა მეამბოხეთა სამხედრო ლიდერის მკვლელობის გარემოებების შესახებ. მისი თქმით, სამხედრო ლიდერი, აბდელ ფატა იონისი დააკავეს, სამხედრო ძალების არასწორი განკარგვის ბრალდებების გამოძიების მიზნით - და ის მაშინ მოკლეს, როცა უფრო უსაფრთხო ადგილას გადაჰყავდათ. საბჭოს თავმჯდომარემ, მუსტაფა აბდულ-ჯალილმა უარყო მანამდე გავრცელებული ცნობა - რომ იონისი ალ-ყაიდამ ღალატის გამო მოკლა. როგორც აბდულ-ჯალილმა ჟურნალისტებს უთხრა, მკვლელობის გამოძიება კვლავაც მიმდინარეობს - თუმცა საკუთრივ მკვლელების ვინაობა ცნობილია. მოკლული - იონისი - შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი იყო, რომელიც თებერვალში მეამბოხეებს მიემხრო. ის ხუთშაბათს, ორ თანაშემწესთან ერთად მოკლეს - დაკითხვის მიზნით ბენღაზიში გამოძახების შემდეგ.
ყველაზე პოპულარული
1