Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ქართლში ალოობა დაიწყო


შიდა ქართლში ხორბლის მოსავლის აღება უკვე დაწყებულია. ადგილობრივი ფერმერებიც და გლეხებიც აცხადებენ, რომ, წინა წელთან შედარებით, მოსავალი გაორმაგებულია. რაც შეეხება ხილსა და ბოსტნეულს, ბოლო პერიოდის გვალვების გამო მათ ხმობა დაიწყეს. მიუხედავად იმისა, რომ სარწყავი წყლის მიწოდება შედარებით გამოსწორდა, ადგილობრივი გლეხები მაინც უკმაყოფილოები არიან. გარდა ამისა, შიდა ქართლში დიდი რაოდენობით კალია გამოჩნდა, რომლებიც მინდორში არაერთ კულტურას ანადგურებენ.

შარშან შიდა ქართლში 60 000 ტონა ხილი მოვიდა, რაც აგრარული რაიონისთვის ძალიან ცოტა იყო. წელს, წინასწარი გათვლებით, მოსავალი გასამმაგდება. შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის, რეგიონალური განვითარების სამსახურის სპეციალისტის სამსონ ქებაძის განცხადებით, ხორბლის ახალი ჯიშების შემოტანამ მისი მოსავალიც გააორმაგა. სოფლის მეურნეობის სპეციალისტი მიიჩნევს, რომ მიმდინარე წელი, მოსავლის მიღების თვალსაზრისით, წინა წელთან შედარებით, ბევრად უკეთესია.

ახლა შიდა ქართლში ალოობაა. ყველა ეშურება, რომ სწრაფად დააბინაოს მოსავალი. ტექნიკის მოთხოვნაზე ფერმერებსა და გლეხებს რიგში ჩადგომაც უწევთ, სრული დატვირთვით მუშაობენ ადგილობრივი სამექანიზაციო სერვისცენტრები, რეგიონში კომბაინები კახეთიდანაც გადმოვიდნენ. ერთი ჰექტარი ხორბლის მოსავლის აღება გლეხს 90 ლარი უჯდება, რომელსაც ბანკში იხდის და ამის შემდეგ იღებს სერვისცენტრის მომსახურებას.
XS
SM
MD
LG