ლიბიელი მეამბოხეების ინფორმაციით, წუხელ ნატოს საჰაერო იერიშის შედეგად ქალაქ ზლიტენში დაიღუპა მუამარ კადაფის ვაჟიშვილი, ხამისი. მეამბოხეების პრესმდივნის განცხადებით, ხამისის გარდა, საჰაერო დარტყმამ შეიწირა 30-ზე მეტი ადამიანი. ნატოს არ დაუდასტურებია ეს ცნობა. ცნობების თანახმად, ხამისი სათავეში ედგა ელიტურ სამხედრო შენაერთს და ხელმძღვანელობდა ოპერაციებს ზლიტენში, სადაც შეძლეს მეამბოხეების ტრიპოლისაკენ სვლის შეჩერება.
ყველაზე პოპულარული
1