Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს შვეულმფრენის ჩამოვარდნას 38 ამერიკელი და ავღანელი სამხედრო ემსხვერპლა


ავღანეთის პრეზიდენტის ჰამიდ კარზაის ინფორმაციით, დღეს ამერიკის სპეცდანიშნულების ძალების 31 სამხედრო მოსამსახურე და შვიდი ავღანელი ჯარისკაცი დაიღუპა აღმოსავლეთ ავღანეთში შვეულმფრენის ჩამოვარდნის შედეგად. აღნიშნული საავიაციო კატასტროფა, რომელიც ვარდაკის პროვინციაში მოხდა, ყველაზე ტრაგიკული ინციდენტია მას შემდეგ, რაც საერთაშორისო ძალებმა სამხედრო ოპერაცია წამოიწყეს ავღანეთში. ოფიციალურ განცხადებაში, კარზაიმ მიუსამძიმრა აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას და მწუხარება გამოხატა შვეულმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული სამხედროების გამო. მომხდარ ინციდენტზე პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა.
XS
SM
MD
LG