Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უშიშროების საბჭოში სირიაზე იმსჯელეს


გაეროს უშიშროების საბჭომ მოისმინა ინფორმაცია სირიაში არსებულ ვითარებაზე. ოთხშაბათს დახურული სხდომა გაიმართა. ბრიტანეთის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მიღებული ინფორმაციის თანახმად, სირიაში არეულობის დაწყებიდან დღემდე 2000 ადამიანია დახოცილი, დაკავებულია 13000, ათობით ათასმა ადამიანმა კი მეზობელ თურქეთს შეაფარა თავი. აშშ-ის ელჩმა გაეროში განაცხადა, რომ ვაშინგტონის აზრით, ”სირია უკეთესი ქვეყანა იქნება” პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის გარეშე, რომელმაც ყველანაირი ლეგიტიმაცია დაკარგა. გაეროში სირიის ელჩმა განაცხადა, რომ მოსმენილი ინფორმაცია უზუსტო იყო და სირიაში არსებული მდგომარეობა ბოლო კვირაში დიდ ბრიტანეთში მიმდინარე არეულობას შეადარა.
XS
SM
MD
LG