Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის ჯარები თურქეთის მოსაზღვრე ქალაქში შეიჭრნენ

სირიელი უფლებადამცველების განცხადებით, დღეს ჯარები შეიჭრნენ ქალაქ სარაკებში, რომელიც თურქეთთან საზღვრის მახლობლად მდებარეობს. სირიაში ადამიანის უფლებების მეთვალყურე ორგანიზაცია, რომელიც ლონდონშია განთავსებული, აცხადებს, რომ ჯარისკაცებმა ათობით ადამიანი დააკავეს. ქალაქში ისმოდა აფეთქებებისა და სროლის ხმა. სარაკები მდებარეობს ჩრდილო-დასავლეთ სირიაში, იდლიბის პროვინციაში, სადაც ხშირია საპროტესტო გამოსვლები პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ. ვარაუდობენ, რომ სირიაში 2000-მდე ადამიანია დაღუპული მას შემდეგ, რაც წელს, მარტში დაიწყო დემონსტრაციები მმართველი რეჟიმის წინააღმდეგ. ეს ვარაუდი ეფუძნება უფლებადამცველებისა და გაეროს დიპლომატების მონაცემებს.
XS
SM
MD
LG