Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის საფონდო ბირჟებზე აქციების კურსი იწევს


ევროპის ბირჟებზე დღეს აქციების კურსის ზრდით დაიწყო ვაჭრობა, გუშინდელი დაღმასვლის შემდეგ. საფინანსო ბირჟებზე აქციების მერყეობის მიზეზად ითვლება ინვესტორების შეშფოთება, რომელიც უკავშირდება ევროზონაში ვალებით გამოწვეულ კრიზისს და აშშ-ის საკრედიტო რეიტინგის ჩამოქვეითებას. ყველაზე დიდი დანაკარგი განიცადეს საფრანგეთის ბანკებმა, რის მიზეზადაც სახელდება მათი მონაწილეობა საბერძნეთის ვალებით გამოწვეული კრიზისის მოგვარების გეგმაში. საფრანგეთში სიდიდით მეორე ბანკის, „სოსიეტე ჟენერალის“ აქციები ოთხშაბათს 20%-ზე მეტით დაეცა, ვიდრე მოგვიანებით შედარებით აიწევდა. საფრანგეთის ბანკები და სადაზღვევო კომპანიები დაყაბულდნენ საბერძნეთის ვალების შემადგენელი 15 მილიარდი ევროს რესტრუქტურიზაციას, რაც გათვალისწინებულია ევროკავშირის დახმარების პაკეტით. პარიზი უსაფუძვლოს უწოდებს ვარაუდს, რომ შეერთებული შტატების შემდეგ ახლა საფრანგეთსაც შეიძლება ჩამოუქვეითონ უმაღლესი საკრედიტო რეიტინგი AAA, საფრანგეთის ბანკების პრობლემების გამო. გავრცელებული ცნობებით, სარეიტინგო კომპანიები ადასტურებენ საფრანგეთის უმაღლეს რეიტინგს.
XS
SM
MD
LG