უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება მას შემდეგ, რაც სასამართლომ უარი თქვა, განეხილა მისი სარჩელი დაკავების გადაწყვეტილების შესახებ. ტიმოშენკოს ასამართლებენ პრემიერ-მინისტრობის დროს ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობაში ბრალდების საფუძველზე. ბრალდება უკავშირდება რუსეთთან 2009 წელს ხელმოწერილ კონტრაქტს გაზით მომარაგების შესახებ. ტიმოშენკო ირწმუნება, რომ სასამართლო პროცესი პოლიტიკურად არის მოტივირებული. კიევში გასულ კვირაში მიიღეს გადაწყვეტილება, სასამართლოსადმი უპატივცემულობის გამო, მისი დაკავების შესახებ, რაც ტიმოშენკოს ვექილებმა გაასაჩივრეს, როგორც უკანონო გადაწყვეტილება.
ყველაზე პოპულარული
1