Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იემენში აქციებს მართავენ მთავრობის მომხრეები და მოწინააღმდეგეები


იემენში ასიათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა აქციებზე, რომელთა ნაწილიც მთავრობის წინააღმდეგ პროტესტის გამოსათქმელად ტარდება, ნაწილი კი მთავრობის მხარდასაჭერად. აქციაზე დედაქალაქ სანააში დაგმეს პრეზიდენტ ალი აბდულა სალეჰის რეჟიმი მაშინ, როცა სალეჰის მომხრეები პრეზიდენტის სასახლის მახლობლად შეიკრიბნენ მეჩეთებში პარასკევის ლოცვის შემდეგ. სალეჰი საუდის არაბეთში მკურნალობს ივნისში მასზე მოწყობილი თავდასხმის შემდეგ და უარს ამბობს გადადგომაზე, რამდენიმეთვიანი საპროტესტო აქციების მიუხედავად.
XS
SM
MD
LG