Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში 23 ადამიანი დაიღუპა ქალაქ ლატაკიაზე იერიშის შედეგად


სირიაში, ზღვისპირა ქალაქ ლატაკიაში, სულ ცოტა, 23 ადამიანი დაიღუპა ქვემეხიანი ნავებიდან და ტანკებიდან სროლის შედეგად. ამის შესახებ იუწყება უფლებადამცავი ორგანიზაცია, "სირიაში ადამიანის უფლებების მეთვალყურე ჯგუფი", რომლის ინფორმაციითაც, სირიის ჯარები ცეცხლს უშენდნენ ღარიბების უბნებს ლატაკიაში. ქალაქში სახმელეთო ჯარებიც შეიჭრნენ, ტანკებთან და უშიშროების სამსახურის აგენტებთან ერთად. თვითმხილველები ამბობენ, რომ ავტომატური იარაღის ხმა და აფეთქებები ისმოდა ქალაქში, რომელშიც უმეტესწილად სუნიტები ცხოვრობენ და რომელშიც აქამდეც იყო განხორციელებული რეპრესიები პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის რეჟიმის მიერ. დღევანდელი ოპერაცია არის ნაწილი უფრო მასშტაბური რეპრესიებისა, რომლებსაც მიმართავენ ასადის ოპონენტების საპროტესტო აქციების ჩასახშობად.
XS
SM
MD
LG