Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კამერონი „ნულოვან ტოლერანტობაზე“ საუბრობს


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, დევიდ კამერონმა დღეს პირობა დადო, რომ ქუჩის ბანდების მიმართ „ნულოვან ტოლერანტობას“ გამოიჩენენ ლონდონსა და ინგლისის სხვა ქალაქებში ოთხდღიანი არეულობების შემდეგ. ბრიტანეთის გაზეთ „სანდი ტელეგრაფთან“ ინტერვიუში, კამერონმა განაცხადა, რომ მომავალ თვეებში მომზადდება მკაცრი ზომები დამნაშავეობის წინააღმდეგ და მათ შორის გათვალისწინებულია სამართლებრივი დევნა მსუბუქი დანაშაულების შემთხვევაშიც კი. კამერონმა ნიუ-იორკის პოლიციის ყოფილ ხელმძღვანელს, ბილ ბრეტონს სთხოვა ახალი სტრატეგიის შემუშავება, რის გამოც მას ბრიტანეთში აკრიტიკებენ, რახან ადგილობრივი ექსპერტების ნაცვლად, უცხოელს მიანიჭა უპირატესობა. ძალადობაში ეჭვმიტანის საფუძველზე, ბრიტანეთში 2140-ზე მეტი ადამიანია დაპატიმრებული. არეულობების დროს ხუთი ადამიანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG