Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში აფეთქებამ 10-ზე მეტი ადამიანი შეიწირა


პაკისტანის პოლიციის ცნობით, სულ ცოტა, 11 ადამიანი შეიწირა აფეთქებამ, რომელიც სამხრეთ-დასავლეთ პაკისტანში მდებარე ქალაქ დერა ალაჰ იარში, სასტუმროში მოეწყო. დაიჭრა 20-ზე მეტი ადამიანი. დერა ალაჰ იარი ბალუჩისტანის პროვინციაში მდებარეობს. ადგილობრივი პოლიციის უფროსის ცნობით, ბომბი დატოვებული იყო სასტუმროში და აფეთქდა, როცა ბევრი ხალხი იმყოფებოდა ვესტიბიულში. ვარაუდობენ, რომ დაღუპულების რიცხვი მეტია. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არავის უკისრია, მაგრამ პოლიციას ეჭვი აქვს ადგილობრივ სეპარატისტებზე.
XS
SM
MD
LG