Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი შეშფოთებულია იულია ტიმოშენკოს ჯანმრთელობის გაუარესების გამო


ევროპის კავშირი შეშეფოთებას გამოხატავს ცნობების გამო, რომ უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იულია ტიმოშენკოს ჯანმრთელობა გაუარესდა მას შემდეგ, რაც ის ორი კვირის წინათ ციხეში მოათავსეს. ევროკავშირის წარმომადგენელმა მაიკლ მანმა ბრიუსელში განაცხადა, რომ ორგანიზაცია კიევს მოუწოდებს, საჭირო და დამოუკიდებელი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინოს ტიმოშენკოს: „ჩვენ შეშფოთებული ვართ ასევე ინფორმაციით, რომ ტიმოშენკოს ჯანმრთელობა გაუარესდა და მოვუწოდებთ უკრაინის ხელისუფლებას, უზრუნველყოს დროული და დამოუკიდებელი სამედიცინო გამოკვლევა და სათანადო სამედიცინო დახმარება. ასეთი პასუხი ვითარების გარკვევას დაეხმარებოდა და ის სასამართლოს ინტერესებშიც იქნებოდა.“ მანმა ასევე თქვა, რომ ევროკავშირმა უკრაინის ხელისუფლებას სთხოვა ციხეში ტიმოშენკოს მონახულების ნებართვა სთხოვა, სადაც ის 5 აგვისტოს მოათავსეს. ტიმოშენკომ, რომელსაც უფლებამოსილებების ბოროტად გამოყენება ედება ბრალად, 18 აგვისტოს სასამართლოს მიმართა თხოვნით, მის პირად ექიმს მიეცეს მისი მკურნალობის საშუალება.
XS
SM
MD
LG