Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა: ლიბიაში ვითარება კვლავ არამყარი და ბუნდოვანია


აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას თქმით, ლიბიაში ვითარება კვლავაც არამყარი და ბუნდოვანია. თუმცა, მისი განცხადებით, მუამარ კადაფის რეჟიმის 42-წლიანი ხელისუფლება დასრულდა. ნატოს ხელმძღვანელობით 5 თვის განმავლობაში წარმოებული საჰაერო თავდასხმების შემდეგ, ობამას თქმით, ბოლო დღეებში ვითარება გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. თუმცა, აშშ-ის პრეზიდენტის აზრით, რეჟიმის გარკვეული ელემენტები კვლავაც საფრთხეს წარმოადგენენ. ლიბიის მეამბოხეები აცხადებენ, რომ დედაქალაქ ტრიპოლის დიდ ნაწილს აკონტროლებენ. თუმცა, აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, კადაფის ადგილსამყოფელი უცნობია. ობამა ამ განცხადებებით მასაჩუსეტსში გამოვიდა.
XS
SM
MD
LG