Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბიელი მეამბოხეები კადაფისგან კაპიტულაციას მოითხოვენ


ლიბიელი მეამბოხეები მანამდე არ გამართავენ კადაფისთან მოლაპარაკებებს, სანამ ის კაპიტულაციას არ გამოაცხადებს, უთხრა როიტერსის სააგენტოს ალი ტარხუნიმ, ეროვნული გარდამავალი საბჭოს ნავთობისა და ფინანსების მინისტრმა. მანამდე მოლაპარაკებების მოწოდებით გამოვიდა კადაფის წარმომადგენელი მუსა იბრაჰიმი. მან თქვა, რომ მისი წარმოებისთვის მზად არის კადაფის ერთ-ერთი ვაჟი საადი. ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიში, რომელიც ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა, ახალი ხელისუფლება პირობას დებს, დაიწყოს ბენზინისა და გაზის ბალონების დარიგება საჭმლის მოსამზადებლად. უახლოეს დღეებში ქალაქში ჩავა გემი სასმელი წყლითა და დიზელის საწვავით ელექტროსადგურებისთვის. მეამბოხეთა არმია კადაფის მშობლიურ ქალაქ სირტზე იერიშისთვის ემზადება. თავად კადაფის ადგილსამყოფელი უცნობია.
XS
SM
MD
LG