Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეამბოხეთა ჯგუფი შეეცადა ნატოს ბაზის ტერიტორიაზე შეჭრილიყო ავღანეთის სამხრეთში


კვირას მეამბოხეთა ჯგუფი შეეცადა ნატოს ბაზის ტერიტორიაზე შეჭრილიყო ავღანეთის სამხრეთში. პოლიციის ცნობით, თავდასხმა განხორციელდა ქალაქ ყალათში, პროვინცია ზაბულის ადმინისტრაციულ ცენტრში. ჯერ თვითმკვლელმა აიფეთქა თავი სამხედრო ობიექტის ჭიშკართან, რის შემდეგაც ბაზას ცეცხლი დაუშინა სამმა ექსტრემისტმა. ერთ-ერთი თავდამსხმელი მოკლულია, ერთი დააკავეს, ერთი კი - მიიმალა. დაშავდა სამი სამოქალაქო პირი. კვირასვე ცნობილი გახდა ნატოს ორი ჯარისკაცის სიკვდილის ამბავი. ისინი ტერაქტებს ემსხვერპლნენ სამხრეთ ავღანეთში. ინციდენტების დეტალებს არ იტყობინებიან.
XS
SM
MD
LG