Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კადაფის ოჯახი ალჟირში იმყოფება


ალჟირის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მუამარ კადაფის ცოლი და მათი სამი შვილი - ქალიშვილი აიშა და ვაჟები ჰანიბალი და მუჰამედი - დღეს ალჟირში ჩავიდნენ. ამ განცხადების პასუხად ლიბიის მეამბოხეების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ისინი ალჟირს კადაფის ოჯახის წევრების ექსტრადიციას მოსთხოვენ. პარალელურად, ლიბიის კონფლიქტში სამხედრო ძალით ჩარეული ქვეყნების გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელებმა დღეს განაცხადეს, რომ ლიბიაში კონფლიქტი ჯერ დასრულებული არ არის. კატარში გამართულ მათ შეხვედრაზე ითქვა, რომ ერთიანი ძალებით მოქმედება მანამ უნდა გაგრძელდეს, სანამ ლიბიის ხალხი თავის მიზანს არ მიაღწევს და მუამარ კადაფის რეჟიმის ნარჩენებსაც არ გაანადგურებს. ამასობაში, მეამბოხეთა სარდლებმა გამოაცხადეს, რომ უახლოვდებიან სურთს - კადაფის მშობლიურ ქალაქს, რომელიც ტრიპოლის აღმოსავლეთით, 360-მდე კილომეტრში მდებარეობს.
XS
SM
MD
LG