Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის ჯარები ოპერაციებს ატარებენ ორ ქალაქში


სირიელი აქტივისტები იუწყებიან, რომ უშიშროების ძალებმა, ანტისამთავრობო აქციების მონაწილეების ძებნისას, სახლები გაჩხრიკეს ცენტრალურ სირიაში და დააკავეს რამდენიმე ადამიანი. ოპერაციები განხორციელდა ქალაქებში ჰომსსა და ჰამაში. გუშინ უშიშროების ძალებმა, სულ ცოტა, შვიდი ადამიანი მოკლეს, როცა მეჩეთებში ღვთისმსახურების შემდეგ გარეთ გასული ხალხი შეიკრიბა საპროტესტო აქციებზე და სასაფლაოებს მიაშურა რელიგიური ზეიმის, ეიდ ალ-ფიტრის დაწყებასთან დაკავშირებით. ამ დღეს, მუსულმანური ტრადიციით, პატივს მიაგებენ გარდაცვლილების ხსოვნას. გაეროს მონაცემებით, 2200-ზე მეტი ადამიანია მოკლული მას შემდეგ, რაც მარტში დაიწყო საპროტესტო აქციები პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG