Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნაზარბაევი ემხრობა რელიგიურ ჯგუფებზე კონტროლის გაძლიერებას


ყაზახეთის პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევის განცხადებით, ქვეყანაში გაძლიერდება კონტროლი რელიგიური ჯგუფების ქმედებაზე. უშიშროების ძალები დასავლეთ ყაზახეთში ეძებენ ისლამისტ ექსტრემისტებს მას შემდეგ, რაც მაისში თვითმკვლელმა თავდამსხმელმა მოაწყო აფეთქება ქალაქ აკტობეში - ეს იყო პირველი ასეთი თავდასხმა ყაზახეთის ისტორიაში. მიმდინარე კვირაში ერთი ექსტრემისტი მოკლეს და 18 შეიპყრეს უშიშროების ოპერაციის შედეგად. ნაზარბაევის განცხადებით, საჭიროა ახალი კანონი „რელიგიური ექსტრემისტებისაგან სახელმწიფოს დასაცავად“.
XS
SM
MD
LG