Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბიის გარდამავალი საბჭო დედაქალაქში გადასვლას გეგმავს


ლიბიის ეროვნული გარდამავალი საბჭოს ლიდერმა განაცხადა, რომ მოძრაობის ხელმძღვანელობა გეგმავს, მომავალ კვირაში ტრიპოლიში გადავიდეს. ტრიპოლი განაგრძობს სტაბილიზებას მუამარ კადაფის განდევნის შემდეგ. მუსტაფა აბდელ ჯალილმა ეს განაცხადა ბენღაზიში, სადაც მოძრაობა იყო გამაგრებული კადაფის 42 წლიანი მმართველობის დასრულებისათვის ექვსთვიანი ბრძოლის პერიოდში. ეს გამოცხადდა პარასკევს, მას მერე, რაც პარიზში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებმა მიაღწიეს შეთანხმებას, გადასცენ გარდამავალ საბჭოს ლიბიის საბანკო აქტივები, 15 მილიარდის ოდენობით, რათა დაეხმარონ მას ქვეყნის აღდგენაში. კადაფიმ, რომელიც კვლავ მიმალვაშია, გასულ კვირაში გაავრცელა აუდიომიმართვა, სადაც თქვა, რომ არ აპირებს დანებებას და გააგრძელებს ბრძოლას ახალ მმართველობასთან.
XS
SM
MD
LG