Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომში ისტორიული ძეგლები დააზიანეს


რომში ჯერჯერობით უცნობმა ადამიანებმა სამი მსოფლიოში ცნობილი ისტორიული ძეგლი დააზიანეს. სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა, თუ როგორ მოტეხა უცნობმა ადამიანმა ძეგლს ორი ნაწილი, რომელიც პიაცა ნავონაზე დგას. რამდენიმე საათის შემდეგ, ტურისტებმა დაინახეს, თუ როგორ ესროლა ქვა უცნობმა პირმა ტრევის შადრევანს. მოგვიანებით პოლიციამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაკავებულია ამერიკელი სტუდენტი, რომელიც კოლიზეუმის ერთ-ერთ კედელზე აძვრა და ცდილობდა მოეტეხა მარმარილოს რამდენიმე ნატეხი. მისი მტკიცებით, ის ნატეხების წაღებას სუვენირის სახით აპირებდა. აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.
XS
SM
MD
LG