Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევი მზად არის გაზის ფასზე მოსკოვს სასამართლოში უჩივლოს


უკრაინამ მოამზადა დოკუმენტები რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში სარჩელის შესატანად. საქმე ეხება გაზის ფასზე ორ ქვეყანას შორის არსებულ დავას. გაზეთ ”კომერსანტისთვის” მიცემულ ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა გაზის საკითხზე რუსეთის პოზიციას მიუღებელი უწოდა. იანუკოვიჩის განცხადებით, კიევი მოსკოვს გაზისთვის ყოველწლიურად 5-6 მილიარდ დოლარს ზედმეტს უხდის და სურს, რომ ”ევროპულ საბაზრო ფასს” დაუბრუნდეს. მანამდე კონცერნ ”ნაფტოგაზის” ხელმძღვანელმა ევგენი ბაკულინმა განაცხადა, რომ უკრანისთვის მისაღები ფასი იქნებოდა 230 დოლარი ათას კუბურ მეტრ ბუნებრივ აირზე. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მოსკოვში თავის უკრაინელ კოლეგა კონსტანტინ გრიშჩენკოსთან მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის დაიცვას თავისი პოზიცია ნებისმიერ საერთაშორისო ინსტანციაში.
XS
SM
MD
LG