Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუგოსლავიის არმიის ყოფილ სარდალს 27 წლით პატიმრობა მიუსაჯეს


გაეროს ტრიბუნალმა 27 წლით პატიმრობა მიუსაჯა იუგოსლავიის არმიის ყოფილ სარდალს, მომჩილო პერიშიჩს, რომელიც დამნაშავედ ცნო ბალკანეთში გასული საუკუნის 90-იანი წლების ომების დროს ჩადენილ მკვლელობებში, ისევე როგორც სამოქალაქო პირების დევნასა და მათზე თავდასხმებში. ჰააგის ტრიბუნალმა, რომელიც ყოფილ იუგოსლავიაში ჩადენილ დანაშაულებს იძიებს, დაადგინა, რომ 67 წლის პერიშიჩს ბრალი მიუძღვის ბოსნიასა და ხორვატიაში სერბების ფინანსური და ლოგისტიკური მხარდაჭერის მობილიზებაში და მათ დახმარებაში სამხედრო დანაშაულების დაგეგმვისა და განხორციელებისას. ამ დანაშაულებს შორის იყო 8000-მდე მამაკაცისა და ბიჭის დახოცვა სრებრენიცაში, ისევე როგორც სარაევოს 42-თვიანი ბლოკადა. პერიშიჩმა თავი უდანაშაულოდ ცნო. ის იუგოსლავიის არმიის ხელმძვღანელი იყო 1993 წლის აგვისტოდან 1998 წლის ნოემბრამდე და იუგოსლავიის არმიის ყველაზე მაღალი რანგის სამხედრო პირია, რომელიც გაეროს ტრიბუნალმა გაასამართლა. პროცესმა თითქმის სამი წელი გასტანა.
XS
SM
MD
LG