Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთმა შეაჩერა სავაჭრო და სამხედრო ურთიერთობა ისრაელთან


თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა დღეს გამოაცხადა, რომ შეაჩერა ვაჭრობისა და თავდაცვის სფეროებში ურთიერთობა ისრაელთან, მასთან უთანხმოების გამო. ამასთან, ერდოანმა განაცხადა, რომ თურქეთი საზღვაო პატრულირებას გაახშირებს ხმელთაშუაზღვისპირეთის აღმოსავლეთში. თურქეთის ეს ნაბიჯები მოჰყვა ისრაელის ელჩის გაძევებას მას შემდეგ, რაც ისრაელმა უარი თქვა, ბოდიში მოეხადა ჰუმანიტარულ ფლოტილიაზე 2010 წელს განხორციელებული რეიდისათვის. ფლოტილია ღაზის სექტორისაკენ მიეშურებოდა და ისრაელის ჯარისკაცებმა, მასზე რეიდისას, ცხრა თურქი აქტივისტი დახოცეს. ისრაელის ერთ-ერთი სამხედრო ბაზის მონახულებისას, ამ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, ეჰუდ ბარაკმა დღეს ყველა მხარეს თავშეკავებისკენ მოუწოდა. გაეროს დავალებით ჩატარებულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ისრაელმა „გადამეტებულ ძალას“ მიმართა რეიდის დროს. ამასთან გაეროს ანგარიშში დადასტურებულია ღაზის სექტორის საზღვაო ბლოკადის კანონიერება. თურქეთი აპირებს, საერთაშორისო სასამართლოში იჩივლოს ამ საქმესთან დაკავშირებით. ამასთან, ერდოანმა დღეს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ღაზის სექტორში ჩასვლას აპირებს - შესაძლოა მომავალი კვირის დასაწყისში, ეგვიპტეში ვიზიტის შემდეგ.
XS
SM
MD
LG