Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანს ადანაშაულებენ გაეროს სანქციების დარღვევაში


გაეროში აშშ-ის, ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის წარმომადგენლების განცხადებით, ირანი არღვევს გაეროს სანქციებს, რომლებიც ითვალისწინებს ბალისტიკური რაკეტების ტექნოლოგიის გამოყენების აკრძალვას და იარაღის ემბარგოს. გაეროში შეერთებული შტატების ელჩმა სიუზან რაისმა განაცხადა, რომ ოთხმა ქვეყანამ სანქციების დარღვევის შესახებ აუწყა გაეროს უშიშროების საბჭოს კომიტეტს, რომელსაც ევალება ირანის წინააღმდეგ სანქციების მონიტორინგი.
XS
SM
MD
LG