Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს ჯარმა ავღანეთში „ბი-ბი-სის“ კორესპონდენტი მოკლა


ნატომ დღეს გამოაცხადა, რომ მისი მეთაურობით ავღანეთში მოქმედი საერთაშორისო ჯარის სამხედრომ ივლისის თვეში, ესროლა და მოკლა „ბი-ბი-სის“ ადგილობრივი კორესპონდენტი. განცხადებით, ჯარისკაცმა შეცდომით მიიჩნია 25 წლის აჰმედ ომედ ხპულვაკი მეამბოხედ. საერთაშორისო ჯარის თანახმად, ამერიკელმა ჯარისკაცმა "შეიარაღებული კონფლიქტის კანონები და ძალის გამოყენების წესები დაიცვა და იმოქმედა ვითარების შესაბამისად. ხლუპვაკი ერთ-ერთი იყო იმ 21 ადამიანიდან, რომლებიც დაიხოცნენ 28 ივლისს, ურუზგანის პროვინციის ქალაქ ტრინკოტში, როცა მეამბოხეებმა ბომბი ააფეთქეს ოფიციალური პირის საცხოვრებელთან.
XS
SM
MD
LG