Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტაჯიკეთმა პომპეზურად აღნიშნა დამოუკიდებლობის დღესასწაული


ტაჯიკეთმა პომპეზურად აღნიშნა დამოუკიდებლობის მე-20 წლისთავი. დედაქალქ დუშანბეს ცენტრში გაიმართა აღლუმი, რომელშიც 10 ათასი ჯარისკაცი ღებულობდა მონაწილეობას. გაიმართა ასევე ფესტივალი, რომელშიც 20 ათასი სტუდენტური იყო ჩაბმული. დღესასწაულის დაგვირგვინებად იქცა, გიგანტური ზომის - 2001 მეტრის სიმაღლისა და 860 კილოგრამი წონის ეროვნული დროშის აღმართვა ფლაგშტოკზე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში. ასეთი პომპეზურობით ეროვნული დღესასწაულის აღნიშვნას მძაფრი პროტესტი მოჰყვა ტაჯიკეთში, რომელიც ერთ-ერთი უღარიბეს ქვეყნად ითვლება პოსტსაბჭოთა სივრცეზე.
XS
SM
MD
LG