Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამამ კონგრესს ახალი სამუშაო ადგილების გეგმა გაუგზავნა


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამას კონგრესს გაუზგავნა საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ათასაობით ახალ სამუშაო ადგილს შექმნის გადასახადების შემცირების, სახელმწიფო პროექტების გაზრდისა და ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობებისათვსი გამოყოფილი დახმარების კომბინაციით. თეთრ სახლში მასწავლებლებით, მეხანძრეებითა და პოლიციის ოფიცრებით გარშემორტყმულმა ობამამ დეტალურად ისაუბრა 450 მილიარდი დოლარად შეფასებულ პროექტზე, რომელიც ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის ქვეყანაში. „ხუთშაბათს მე ვუთხარი კონგერსს, რომ ვაპირებდი საკანონმდებლო აქტის გაგზავნას სახელწოდებით „ამერიკული სამუშაო ადგილების აქტი. დოკუმენტი მზადაა. ეს არის საკანონმდებლო აქტი, რომელიც მტელი ქვეყნის მასშტაბით დააბრუნებს ადამიანებს სამუშაო ადგილებზე. ეს არის აქტი, როემლიც ჩვენ ეკონომიკას ეროვნული კრიზისის გადალახვაში დაეხმარება. ეს არის საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც რესპუბლიკელისა და დემოკრატების იდეებს ეფუძნება. და ეს არის ცვლილება, რომელიც კონგრესმა უნდა დაამტკიცოს- თამაშის, პოლიტიკისა და ყოყმანის გარეშე.“
XS
SM
MD
LG