სერბიის პრეზიდენტმა, ბორის ტადიჩმა განაცხადა, რომ კოსოვოს ყველა მცდელობა, განათავსოს პოლიცია და მებაჟეები სერბებით დასახლებული ჩრდილოეთის გამშვებ პუნქტებზე, გაზრდის დაძაბულობას, რასაც ძალადობა და პოლიციის ოფიცრის მკვლელობა მოჰყვა ივლისში. ტადიჩმა განაცხადა, რომ სადავო საკითხი ევროკავშირის შუამავლობით მიმდინარე დიალოგის გზით უნდა მოგვარდეს. მან გააფრთხილა უცხოელი ოფიციალური პირები, რომ ურჩიონ პრიშტინას, არ განახორციელოს განზრახვა. მან გააკრიტიკა კოსოვოში მოქმედი საერთაშორისრო ძალები, რომლებიც უკვე ემხრობიან კოსოვოს გეგმას, და თქვა, რომ მათ დაეკისრებათ ყოველგვარი შედეგისთვის პასუხიმგებლობა.
ყველაზე პოპულარული
1