Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სავალუტო ფონდი ბელორუსიისგან რეფორმებს მოითხოვს

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა განაცხადა, რომ მას სჭირდება მტკიცე გარანტია ბელორუსიის ხელისუფლებისგან რეფორმების გატარების შესახებ, სანამ ამ ქვეყანას თანხას გამოუყოფდეს კრიზისის გასამკლავებლად. ფონდის წარმომადგენელმა მინსკში, კრის ჯავრისმა თქვა, რომ ის მინსკში ოქტომბერში ჩავა ამ თემაზე მოსალაპარაკებლად. მისივე ცნობით, მხარები ეკონომიკური პოლიტიკის არაერთ საკითხში კვლავ არ ეთანხმებიან ერთმანეთს. პრეზიდენტმა ლუკაშენკამ ფონდს რვა მილიარდი დოლარი სთხოვა.
​
XS
SM
MD
LG