Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ჰერკულესის" გაფიცულ თანამშრომლებს სხვა მუშებიც შეუერთდნენ


ქუთაისის მეტალურგიული ქარხნის "ჰერკულესის" გაფიცულ მუშებს პირველი ცვლის თანამშრომლებიც შეუერთდნენ. როგორც საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირებიდან იუწყებიან, ამ დროისთვის საწარმოში მხოლოდ დირექცია და ქარხანაში დასაქმებული 150 ინდოეთის მოქალაქე იმყოფება, რომელთაც ქართველი მუშების სამუშაოს შესრულებაც უწევთ. საწარმოში დასაქმებული მუშა-მოსამსახურეების გაფიცვის მიზეზი არახელსაყრელი შრომითი პირობები, გაუსაძლისი გარემო, ანტისანიტარია და ხელმძღვანელობის მხრიდან ცინიკური დამოკიდებულება გახდა. გაფიცვა 13 სექტემბერს დაიწყო. ქარხნის რამდენიმე თანამშრომელმა შიმშილობაც გამოაცხადა. ქარხანაში საქართველოს 350 და ინდოეთის 150 მოქალაქეა დასაქმებული.
XS
SM
MD
LG