Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კადაფის მომხრეებმა მოიგერიეს შეტევები მათ ხელში მყოფ ქალაქებზე


ლიბიის ყოფილი ლიდერის, მუამარ კადაფის ეთრგულმა ძალებმა შეძლეს, მოეგერიებინათ ახალი მთავრობის მომხრეთა იერიშები ბოლო დასახლებებზე, რომლებსაც ისინი აკონტროლებენ. კარგად შეიარაღებულმა მებრძოლებმა უკუაგდეს კადაფის მშობლიურ ქალაქ სურთზე და ქალაქ ბანი ვალიდზე წუხელ და დღეს განხორციელებული შეტევები. პარასკევს გაეროს უშიშროების საბჭოში გამართულ კენჭისყრაზე მხარი დაუჭირეს ლიბიის წინააღმდეგ მიმართული სანქციების შემსუბუქებას, რათა ამ ქვეყანას ხელი შეუწყონ კადაფის რეჟიმის დამხობის შემდგომ ამოცანებთან გამკლავებაში.
XS
SM
MD
LG