Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუწყებიან "ჰერკულესიდან" კიდევ სამი თანამშრომლის დათხოვნის შესახებ


ცნობით, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს, ქუთაისის ქართულ-ინდური მეტალურგიული საწარმო "ჰერკულესის" ხელმძღვანელობამ კიდევ სამი თანამშრომელი დაითხოვა სამსახურიდან. "ინტერპრესნიუსი" პროფკავშირებისაგან მიღებულ ინოფრმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ სამსახურიდან გათავისუფლებული პირები იყვნენ მეტალურგების საპროტესტო აქციის ატქივისტები. მეტალურგთა პროფკავშირების თავმჯომარე თამაზ დოლაბერიძე ვარაუდობს, რომ საწარმოს ხელმძღვანელობა ამას არ დასჯერდება და გაფიცვაში მონაწილე 100-ვე მეტალურგს თანდათან გაათავისუფლებს სამსახურიდან. შპს "ევრაზიანსთილსის" ქარხანა "ჰერკულესის" 100-მდე მუშა-მოსამსახურე 13 სექტემბერს გაიფიცა შრომითი პირობების გაუმჯობესებისა და სამსახურიდან გათავისუფლებული 17 თანამშრომლის დაბრუნების მოთხოვნით,. ოთხმა მეტალურგმა შიმშილობა გამოაცხადა. აქცია პოლიციამ დაშალა 15 სექტემბერს, ღამით და 40-მდე გაფიცული დააკავა. ისინი მოგვიანებით გაათავისუფლეს. პროფკავშირები აცხადებენ, რომ დაკავებულებს პოლიციაში დააწერინეს ხელწერილი, რომ საპროტესტო აქციებში მონაწილეობას არ მიიღებდნენ და სამუშაო ადგილებს დაუბრუნდებოდნენ.
XS
SM
MD
LG