Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ელჩი საუბრობს პაკისტანთან "ჰაყანის" სავარაუდო კავშირზე


პაკისტანში აშშ-ის ელჩის, კამერონ მანტერის განცხადებით, არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც მიანიშნებს მეამბოხეების ქსელ "ჰაყანის" კავშირზე პაკისტანის მთავრობასთან. რადიო პაკისტანთან ინტერვიუში, ამერიკელმა დიპლომატმა "ჰაყანის" ქსელს დააკისრა პასუხისმგებლობა ამ კვირაში ქაბულში მოწყობილ აფეთქებებზე. მისივე თქმით, ბოლო უნდა მოეღოს "ჰაყანის" კავშირს პაკისტანთან. ჯერ არ არის ცნობილი აშშ-ის ელჩის განცხადებებზე პაკისტანის მთავრობის რეაქცია.
XS
SM
MD
LG