Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანმა შესაძლოა, მალე გაათავისუფლოს ამერიკელი პატიმრები


ირანში ერაყის წარმომადგენლის, ნაზემ დაბაგის განცხადებით, თეირანმა შესაძლოა, ორშაბათს გაათავისუფლოს ორი ამერიკელი, რომლებსაც რვა წლით პატიმრობა მიუსაჯეს ჯაშუშობაში ბრალდების საფუძველზე. 28 წლის შეინ ბაუერი და 29 წლის ჯოშ ფატალი 2009 წელს დააკავეს ერაყთან საზღვარზე და გასულ თვეში მიუსაჯეს პატიმრობა. ახალგაზრდები აცხადებენ, რომ ერაყში მოგზაურობდნენ და შემთხვევით გადაკვეთეს ირანის საზღვარი. ირანში ერაყის წარმომადგენლის შეფასებით, პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადს შესაძლოა, ამერიკელების გათავისუფლების გამოყენება სურდეს ირანის იმიჯის გასაუმჯობესებლად, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე გამოსვლისთვის მზადებასთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG