Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალის რეგიონში იქმნება „ოსეთის სახალხო ფრონტი“ რუსეთთან მიერთების მხარდასაჭერად


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იქმნება „ოსეთის სახალხო ფრონტი“, რომლის ორგანიზატორებიც ემხრობიან რუსეთთან ცხინვალის რეგიონის მიერთებას. საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, საინიციატივო ჯგუფს, რომელსაც „ოსეთის სახალხო ფრონტის“ შექმნა სურს, ეწოდება „რუსეთი-ოსეთი“. კვირას ცხინვალში გაიმართა „რუსეთ-ოსეთის“ პირველი სხდომა. სხდომის ერთ-ერთი მონაწილის, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტში დე ფაქტო პრეზიდენტ ედუარდ კოკოითის წარმომადგენელ ტარზან კოკოითის განცხადებით: „ცოტა ხნის წინ რუსეთში თვით (პრემიერ-მინისტრ) ვლადიმირ ვლადიმირის ძე პუტინის მიერ იქნა ორგანიზებული სახალხო ფრონტი. ამ ფრონტთან არსებობს „ინტერნაციონალი“, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, მას შევუერთდეთ და თან დავაყენოთ საკითხი უკვე ამ სახალხო ფრონტის ჩარჩოებში. ანუ, ჩვენს მიერ დღეს იქნა ორგანიზებული „სამხრეთ ოსეთის სახალხო ფრონტი“ და ვთხოვთ ჩრდილოეთ ოსეთის ხალხს, შემოგვიერთდეს, შევიმუშავოთ საერთო გეგმა და ვიმუშაოთ ერთ საკითხზე - რუსეთის ფედერაციასთან მიერთებაზე“, - უთხრა ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტში პრეზიდენტ კოკოითის წარმომადგენელმა, ტარზან კოკოითიმ ჩვენი რადიოს რუსულენოვანი სამსახურის კორესპონდენტს. ცხინვალში დღეს გამართული სხდომის მონაწილეების განცხადებით, "ოსეთის სახალხო ფრონტის" შექმნის ინიციატივას არაფერი აქვს საერთო წინასაარჩევნო კამპანიასთან და პარტიებს შორის ურთიერთობასთან.
XS
SM
MD
LG