Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ასმათ ხანგოშვილი: დაკავებაც და გათავისუფლებაც მოულოდნელი იყო


ფონდ ”როდი სკოტის” თანამშრომელმა ასმათ ხანგოშვილმა ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, რომ რუსთავის ქალთა დაწესებულებაში იმყოფებოდა, როდესაც გათავისუფლების თაობაზე შეიტყო. მისივე განცხადებით, სანამ გაათავისუფლებდნენ, სასამართლო პროცესი ჩატარდა. მისი თქმით, საპროცესო გარიგება არ შემდგარა, რადგან დანაშაული უღიარებია. უცნობია, თუ რა გახდა ხანგოშვილის გათავისუფლების ოფიციალური საფუძველი. ასმათ ხანგოშვილი 16 სექტემბერს, ნარკოტიკების შენახვა-გასაღების ბრალდებით ახმეტაში დააკავეს. ის თბილისში იმავე დღეს გადაიყვანეს და ერთთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.
XS
SM
MD
LG