Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა „იუკოსის“ სარჩელი


ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა „იუკოსის“ აქციონერთა სარჩელი და დაადგინა, რომ რუსეთის მთავრობამ დაარღვია სამართლებრივი პროცედურები ნავთობკომპანიის მიმართ. თუმცა, არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის მტკიცებულებები, რომ რუსეთის მხარემ, იურიდიული პროცედურების გამოყენებით, განზრახ დაანგრია კომპანია, რათა მიეთვისებინა „იუკოსის“ აქტივები. სტრასბურგში არსებული ევროპული სასამართლოს დასკვნაში ხაზგასმულია, რომ რუსეთის ხელისუფლება უსამართლოდ იქცეოდა, როდესაც „იუკოსის“ ხელმძღვანელობას დააკისრა ჯარიმა საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევის გამო, ხოლო თავად კომპანიის ადვოკატებს არ მისცა საკმაო დრო, რათა მოემზადებინათ არგუმენტები კომპანიის ინტერესების დასაცავად. სასამართლომ გადადო „იუკოსის“ აქციონერთა სარჩელის განხილვა, მატერიალური კომპენსაციის შესახებ. მოსარჩელეები მოითხოვდნენ, რომ მათთვის გადაეხადათ 98 მილიარდი დოლარი - რაც არის სარეკორდო თანხა, რაც კი ოდესმე მოუთხოვიათ სტრასბურგის სასამართლოში.
XS
SM
MD
LG