Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტები პარიზში შეხვდნენ


საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი პარიზში ყაზახეთის ლიდერ ნურსულთან ნაზარბაევს შეხვდა. მოლაპარაკების მთავარი თემაა ევროკავშირსა და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკას შორის ურთიერთობების განმტკიცება. ნაზარბაევ-სარკოზის ერთსაათიანი შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში გამოთქმულია იმედი, რომ ყაზახეთსა და ევროკავშირის შორის ურთიერთობების განმტკიცება შესაძლოა „მოკლე დროში“ მოხდეს. ურთიერთობა ასტანასა და პარიზს შორის გასულ წელს გაცივდა, როდესაც ნიკოლა სარკოზიმ უგულებელყო ეუთოს სამიტი, რომელსაც ყაზახეთი მასპინძლობდა. ნურსულთან ნაზარბაევი პრეზიდენტის პოსტზე წელს ხელახლა იქნა არჩეული ამომრჩეველთა 95 პროცენტით. თუმცა ეუთოს სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, საპრეზიდენტო არჩევნები ყაზახეთში „არ შეესაბამებოდა ჭეშმარიტად დემოკრატიულ სტანდარტებს.“
XS
SM
MD
LG