Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოკლულია ავღანეთის მშვიდობის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე


პოლიციის მაღალჩინოსნების ინფორმაციით საკუთარ საცხოვრებელ სახლში მოკლეს ავღანეთის მშვიდობის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ბურანუდდინ რაბანი. აღნიშნული საბჭო სათავეში უდგას მთავრობის პოლიტიკას, რომელიც 2010 წლიდან თალიბანის წევრების შემორიგებას ისახავს მიზნად. მოჰამედ ზაჰირმა, ქაბულის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, რომელსაც დეტალებზე არაფერი უთქვამს, მხოლოდ ის განაცხადა, რომ რაბანი „წამებით მოკლეს“. საუბრობენ ასევე თვითმკვლელი მოიერიშის შესაძლო თავდასხმაზეც. ბიბისის ანონიმურ მარალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება, რომ რაბანი აფეთქების დროს ორ მეამბოხეს ხვდებოდა. ბურანუდდინ რაბანი ავღანეთის პრეზიდენტი იყო 1992-2001 წლებში , თუმცა ფორმალურად ვერ მართავდა ქვეყანას 1996 წლიდან, რაც ავღანეთში ძალაუფლება თალიბებმა იგდეს ხელთ.
XS
SM
MD
LG