Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთის მთავრობა მიმართავს ხარჯების დასაზოგ ახალ ზომებს


საბერძნეთის მთავრობა ამჟამინდელზე უფრო მკაცრ ზომებს მიმართავს საბიუჯეტო ხარჯების დასაზოგად, რათა მიიღოს კრედიტის მნიშვნელოვანი ტრანში, დეფოლტის თავიდან ასაცილებლად. მთავრობა დღეს დათანხმდა პენსიების შემცირებას, ქონების გადასახადის გაზრდასა და სახელმწიფო დაწესებულებებიდან ათასობით თანამშრომლის დათხოვნას. ეს გადაწყვეტილება ორ დღეში მოჰყვა მძიმე მოლაპარაკებებს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ევროკავშირის ლიდერებთან. ათენს დაუყოვნებლივ სჭირდება დახმარების ტრანში რვა მილიარდი ევროს (11 მილიარდი დოლარის) ოდენობით, საჯარო სექტორში დასაქმებულების ხელფასების, ისევე როგორც პენსიების გადასახდელად. დღევანდელი გადაწყვეტილების საპასუხოდ, საბერძნეთში ორი პროფკავშირი გამოვიდა გაფიცვებისაკენ მოწოდებით, ხარჯების დასაზოგი ზომების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად.
XS
SM
MD
LG