Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპი გერმანიაში ვიზიტს იწყებს


რომის პაპი ბენედიქტ XVI დღეს თავის პირველ სახელმწიფო ვიზიტს იწყებს გერმანიაში, რომელიც ოთხ დღეს გასტანს. ბუნდესტაგის არაერთმა წევრმა განაცხადა, რომ ბოიკოტს გამოუცხადებს რომის პაპის დღევანდელ გამოსვლას გერმანიის პარლამენტში. ბენედიქტ XVI-ის ვიზიტის განმავლობაში დაგეგმილია ათობით საპროტესტო აქცია. კათოლიკურ ეკლესიას ცელიბატის გაუქმებას სთხოვენ. ასევე, ადანაშაულებენ პედოფილი მღვდლების სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა არასაკმარის მხარდაჭერაში.
XS
SM
MD
LG