Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოს საფონდო ბირჟებზე ისევე დაღმასვლაა

მსოფლიოს საფონდო ბირჟებზე დღეს მკვეთრად დაეცა აქციები, რის მიზეზადაც მიჩნეულია შეშფოთება გლობალური ეკონომიკის მდგომარეობით. ნიუ-იორკში სამ პროცენტზე მეტით შემცირდა აშშ-ის აქციების კურსის წამყვანი მაჩვენებელი, „დაუ ჯოუნსი“. წამყვანი მაჩვენებლები ოთხი-ხუთი პროცენტით დაეცა პარიზში, ფრანკუფურტსა და ლონდონში. დაღმასვლა აღირიცხა აზიის საფინაანსო ბირჟებზეც. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა კრისტინ ლაგარდმა დღეს სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრის გახსნაზე განაცხადა, რომ კრიზისის დაძლევის გზა ახლა უფრო რთულია, ვიდრე სამი წლის წინ, როცა რეცესიამ მოიცვა დასავლეთის წამყვანი ეკონომიკები.
XS
SM
MD
LG