Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაღესტანში მოკლეს ოთხი ადამიანი, მათ შორის ოფიციალური პირი


მახაჩყალაში მოკლეს სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის დაღესტნის განყოფილების უფროსის მოადგილე მაგომედ მურთაზალიევი, მის ქალიშვილთან, ძმისშვილთან და მძღოლთან ერთად. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის რეგიონული განყოფილების განცხადებით, მკვლელობები უკავშირდება მურთაზალიევის სამსახურეობრივ საქმიანობას. საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, მურთაზალიევს ემუქრებოდნენ კოლონიაში მყოფი მსჯავრდებულები, ისევე როგორც პირები, რომლებსაც უკვე მოხდილი აქვთ სასჯელი. მურთაზალიევის ავტომანქანას დღეს დილით ესროლეს დაუდგენელმა პირებმა, რის შედეგადაც მანქანას ცეცხლი წაეკიდა და დაიღუპა მასში მყოფი ოთხივე ადამიანი. მიმდინარეობს გამოძიება.
XS
SM
MD
LG