Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთში ოპოზიციის მასობრივი საპროტესტო მსვლელობა გაიმართა


სომხეთის დედაქალაქში მრავალათასიანი -მსვლელობა მოაწყო ოპოზიციურმა „სომხეთის ნაციონალურმა კონგრესმა“, რომელიც სომხეთში ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. ოპოზიცია ასევე მოითხოვს საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანას. გავრცელებული ინფორმაციით, მათ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში ოპოზიცია სამოქალაქო დაუმორჩილებლობით იმუქრება. ამასთან, „სომხეთის ნაციონალური კონგრესის“ ლიდერები აცხადებენ, რომ მზად არიან დიალოგისათვის.
XS
SM
MD
LG