Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი დათანხმდა წინადადებას მომავალი პრეზიდენტი გახდეს, მედვედევი კი პრემიერი


ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ თანახმაა მიიღოს მისი პარტიის წინადადება და საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭი იყაროს. ეს წინადადება მმართველი პარტიის, „ერთიანი რუსეთის“ ყოველწლიურ ყრილობაზე პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა გამოთქვა. პუტინმა დელეგატებს მადლობა გადაუხადა „დადებითი რეაქციისთვის“ და ამას „დიდი პატივი“ უწოდა. მედვედევმა პუტინის კანდიდატურის წამოყენების შესახებ ინიციატივა ასე ჩამოაყალიბა: "ვთვლი, რომ სწორი იქნებოდა ყრილობამ მხარი დაუჭიროს პარტიის თავმჯდომარის, ვლადიმირ პუტინის კანდიდატურას ქვეყნის პრეზიდენტის პოსტზე“. პუტინმა - რომელიც ამჟამად პრემიერ-მინისტრია - განაცხადა, რომ 4 დეკემბერს დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტიის სიის პირველი ნომერი მედვედევი იქნება. ამასთან, პუტინის განცხადებით, 2012 წელს მისი პრემიერ-მინისტრი მედვედევი უნდა გახდეს: "დარწმუნებული ვარ, რომ "ედინაია რასია" გამარჯვებას მოიპოვებს, სრულიად სახალხო მხარდაჭერაზე დაყრდნობით კი დმიტრი ანატოლიევიჩი შესძლებს შექმნას ახალი, ეფექტიურად მომუშავე, ახალგაზრდა, ენერგიული მმართველი გუნდი, და რუსეთის ფედერაციის მთავრობას ჩაუდგება სათავეში" - განაცხადა მან. როგორც პუტინმა ყრილობას მოახსენა, მან და მედვედევმა თავიანთ სამომავლო ფუნქციებზე დიდი ხნის წინ მოილაპარაკეს.
XS
SM
MD
LG