Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მაესტროს“ გადამღები ჯგუფი პოლიციის ზეწოლაზე საუბრობს


ტელეკომპანია „მაესტროს“ გადაცემა „აკრედიტაციის გარეშე“-ის ავტორი, შალვა რამიშვილი, გადაღების პროცესში პოლიციის მხრიდან უხეშ ზეწოლაზე საუბრობს. როგორც რამიშვილმა „მაესტროს“ ეთერში განაცხადა, გადამღები ჯგუფი იმყოფებოდა ყვარელში, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კუთვნილი ვენახის გადაღების მიზნით. რამიშვილის თქმით, გადაღების დასრულების შემდეგ მათთან მივიდნენ სამხარეო პოლიციის და სახელმწიფო დაცვის წარმომადგენლები, ჩამოართვეს კამერა, იძულებით ჩასვეს მანქანაში და ტერიტორიიდან გაიყვანეს. ორი საათის შემდეგ აპარატურის ნაწილი დაუბრუნეს - თუმცა არ დაუბრუნებიათ გადაღებული მასალა და მიკროფონი. რამიშვილი მომხდარს აპრიტესტებს და აპარატურის სრულად დაბრუნებას მოთხოვს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომხდარის შესახებ ჯერჯერობით განცხადება არ გაუვრცელებია.
XS
SM
MD
LG