ასე ძლიერი პალესტინელთა ლიდერი მაჰმუდ აბასი არასოდეს ყოფილაო, წერდა ავსტრიის გაზეთი „შტანდარტი“ სამშაბათს, როცა გაეროს უშიშროების საბჭომ პალესტინელთა ავტონომიის გაეროს წევრად მიღების საკითხის, ანუ დამოუკიდებელ ქვეყნად მისი აღიარების თემის განხილვა დაიწყო. მაჰმუდ აბასმა პარასკევს გაეროს გენერალურ მდივანს გადასცა თავისი ოფიციალური თხოვნა გაეროში გაწევრების შესახებ. მართალია, საკითხის გარშემო დებატები პირველ დღესვე გადაიდო და მოელიან, რომ მის შესახებ კენჭისყრა მალე არ მოხდება, ერთი რამ ყველამ იცის: გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი წევრიდან, რომელთა ხმა აუცილებელია ამა თუ იმ საკითხის დასამტკიცებლად, ერთ-ერთმა, აშშ-მა, წინასწარ გამოაცხადა, რომ ის ვეტოს დაადებს პალესტინელების სურვილს, გახდეს მათი ავტონომია გაეროს წევრი.
პალესტინელთა სურვილს, შევიდნენ გაეროში, მსოფლიოში ბევრი უჭერს მხარს. ამის წინააღმდეგი ისინიც კი არ არიან, ვინც ახლა ურჩევს პრეზიდენტ აბასს, უარი თქვას ამგვარ ნაბიჯზე და დაუბრუნდეს ისრაელთან მოლაპარაკების მაგიდას, რაც, მათი აზრით, ასევე მოიტანს დამოუკიდებლობას. ამისკენ აბასს მოუწოდებს ახლო აღმოსავლეთის კვარტეტად წოდებული გაერთიანება, რომელშიც აშშ, რუსეთი, ევროკავშირი და გაერო შედიან. კვარტეტმა გასულ კვირაში წარმოადგინა გეგმა, რომლის თანახმადაც, 2012 წლის ბოლომდე სამშვიდობო ხელშეკრულება უნდა დაიდოს ისრაელსა და პალესტინელებს შორის. აბასი მოლაპარაკების განახლების პირობას აყენებს, რომ ისრაელმა შეწყვიტოს თავისი მოქალაქეებისთვის სახლების მშენებლობა პალესტინელთა ტერიტორიებზე, იორდანეს დასავლეთ ნაპირზე.
ისრაელი ასეთ პირობებს უარყოფს და აცხადებს, რომ პალესტინელებმა მას მშვიდობის გარანტია უნდა მისცენ. ისრაელის პრემიერი ბენიამინ ნეტანიაჰუ აცხადებს:
„ამ ტოლობას ორი ნაწილი, ორი მხარე აქვს: პალესტინელებს სურთ სახელმწიფო, რის სანაცვლოდაც მათ უნდა მოგვცენ მშვიდობა. მაგრამ ისინი ცდილობენ გაეროში მოიპოვონ სახელმწიფო ისრაელისთვის მშვიდობის თუ უსაფრთხოების მიცემის გარეშე. ჩემი აზრით, ეს არასწორია. ეს საქმე ვერ იქნება წარმატებული.“
ისრაელის პრემიერი ამბობს, საჭიროა მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა, რათა მოვილაპარაკოთ ორი ხალხის ორი სახელმწიფოს შესახებო. დემილიტარიზებულმა პალესტინელებმა უნდა აღიარონ ებრაელთა სახელმწიფო, ამას წარმატება ექნებაო, თვლის ნეტანიაჰუ.
მაჰმუდ აბასმა გაეროში პირდაპირ მიმართა ისრაელს, პალესტინელი ხალხისა და პალესტინელთა განთავისუფლების ორგანიზაციის სახელით:
„ მშვიდობის ხელს ვუწვდით ისრაელის მთავრობას და ისრაელის ხალხს. მე მათ მივმართავ: მოდით, დაუყოვნებლივ დავიწყოთ ერთად მომავლის შექმნა ჩვენი შვილებისთვის, რათა მათ შეძლონ დატკბნენ თავისუფლებით, უსაფრთხოებით და კეთილდღეობით. მოდით, ავაგოთ დიალოგის ხიდები, გამშვები პუნქტებისა და გამყოფი კედლების გარეშე.“
ჩვენმა რადიომ აზრი ჰკითხა პალესტინელთა სახელმწიფოს თაობაზე ისლამური კონფერენციის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, ექმელედინ იჰსანოღლუს. ორგანიზაცია 1969 წელს შეიქმნა და 57 სახელმწიფოს აერთიანებს. იჰსანოღლუ თურქი მეცნიერია. ის ამბობს, მე გეტყვით, როგორი მსურს იყოს გაეროს უშიშროების საბჭოში ამ საკითხის განხილვის შედეგი, რადგან არსებული ვითარებიდან გამომდინარე რასაც მოველი, ჩემს სურვილს არ შეესაბამებაო:
„რაც მინდა ვიხილო, - და ასე ფიქრობენ არა მხოლოდ ჩვენი ორგანიზაციის წევრები, არამედ ასე ფიქრობს მსოფლიოში უმრავლესობა, - ისაა, რომ პალესტინელებმა უნდა მოიპოვონ უფლება, რომელსაც ისინი 60 წელიწადია ელიან. ეს არის საკუთარი, კანონიერ საზღვრებში აღიარებული სახელმწიფოს ქონა, რაც შეესაბამება გაეროს უშიშროების საბჭოს სამართლებრივ გადაწყვეტილებებს, ოსლოს და მადრიდის, სხვა არაერთი შეხვედრის რეკომენდაციებს, ამ ყველა დოკუმენტის გზამკვლევს, რომელსაც ხელი მოაწერეს შესაბამისმა მხარეებმა, გაეროს უშიშროების საბჭოს და გაეროს სხვადასხვა პერიოდის რეზოლუციებს. რასაც მოველი ისაა, რომ ეს ხალხი, რომელსაც უარს ეუბნებოდნენ საკუთარი სახელმწიფოს შექმნაზე, ახლა სახელმწიფოს მიიღებს.“
ზემოთ ითქვა, რომ ისრაელი ვერ ხედავს პალესტინელთა სახელმწიფოში, თუკი ის პირობების გარეშე შეიქმნა, უსაფრთხოების გარანტიას. ისლამური ორგანიზაციის კონფერენციის გენერალური მდივანი თვლის, რომ პალესტინელთა სახელმწიფო ვერავის და, კერძოდ, ისრაელის ინტერესების წინააღმდეგი ვერ იქნება. იჰსანოღლუს აზრით, პალესტინელთა სახელმწიფო ყველას დაეხმარება:
„პალესტინელთა სახელმწიფოს შექმნა ნიშნავს, რომ მას ექნება სრული ძალაუფლება თავის მთელ ტერიტორიასა და სუვერენიტეტზე და იქ კანონი იბატონებს. ეს იქნება დემოკრატიული სახელმწიფო და მასში ადგილი არ ექნება რადიკალურ მოძრაობებს, ისინი გარიყული იქნებიან. ამ სახელმწიფოს მიერ არ განხორციელდება მეზობლების მიმართ სამხედრო ქმედება - სახელმწიფო იზრუნებს ამისთვის. ის უზრუნველყოფს მშვიდობას. მაგრამ თუ არ იქნა სახელმწიფო, როგორც ეს დღესაა, შეუძლებელია მართო ხალხი, რომელიც გაყოფილია ფრაქციებად. სახელმწიფოს შეუძლია მართვა. ის დაეხმარება ისრაელსა და აშშ-ს და ვერ იქნება ვინმეს წინააღმდეგ მიმართული.“
ამ ტოლობას ორი ნაწილი, ორი მხარე აქვს: პალესტინელებს სურთ სახელმწიფო, რის სანაცვლოდაც მათ უნდა მოგვცენ მშვიდობა...

პალესტინელთა სახელმწიფოს შექმნა ნიშნავს, რომ მას ექნება სრული ძალაუფლება თავის მთელ ტერიტორიასა და სუვერენიტეტზე და იქ კანონი იბატონებს...