Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში თავდასხმისას 8 პოლიციელი მოკლეს


გავრცელებული ინფორმაციებით, პოლიციის 8 ოფიცერი დაიღუპა ჰელმანდის პროვინციაში, პოლიციის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე მომხდარი თავდასხმის შედეგად. წუხელ ღამით პოლიციელებზე თავდასხმა განხორციელდა ასევე პროვინციის მთავარ ქალაქ ლაშქარ გახში, სადაც სამი პოლიციელი დაიჭრა, ერთი კი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. 27 სექტემბერს ლაშქარ გახში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილ თავდასხმას 5 ადამიანი ემსხვერპლა. გასულია მხოლოდ ორი თვე, რაც ბრიტანეთის ძალებმა აღნიშნული ქალაქის კონტროლი ავღანეთის უსაფრთხოების ძალებს გადააბარეს.
XS
SM
MD
LG