Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ფედერაციის საბჭომ მხარი დაუჭირა ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო ბაზების შესახებ შეთანხმებათა რატიფიცირებას


დღეს რუსეთის ფედერაციის საბჭომ მხარი დაუჭირა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გაერთიანებული რუსული სამხედრო ბაზების ფუნქციონირების შეთანხმებათა რატიფიცირებას. ხელშეკრულებები ითვალისწინებს რუსული სამხედრო ბაზების არსებობას 49-წლიანი ვადით და ურთიერშეთანხმების შემთხვევაში, მის გაგრძელებას 15-წლიანი პერიოდებით. ამავე ხელშეკრულებით, რუსეთი და მის მიერ აღიარებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი შეიარაღებული ძალებით დაიცავენ ერთმანეთის უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მანამდე ამ შეთანხმებათა რატიფიცირების გადაწყვეტილება მიიღო რუსეთის დუმამ, რომლის მოქმედებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკანონო, უპასუხისმგებლო და სახიფათო უწოდა.
XS
SM
MD
LG